ჯადოსნური სასმელი Cupido Drink ®

1596 წლიდან Cupido Drink® არის ექსკლუზიური სიყვარულის სასმელი, თვით შექსპირიც უმღეროდა მას თავის ნოველებში.                                               

2010 წლის 13 თებერვალს მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ რომეოსა და ჯულიეტას სახლში (ვერონა,იტალია) კუპიდოს ფორმულა დაუბრუნდა სიცოცხლეს და ჯულიეტას აივანზე პირველად იქნა დაგემოვნებული ეს სასმელი.  
თავისი ბუნებრივი თვისებების წყალობით Cupido Drink® შეიცავს ფენილეტილამინს,რომელიც ცნობილია, როგორც სიყვარულის ჰორმონი. (ფენილეტილამინი ბუნებრივ პირობებში შედის "შოკოლადის ხის" შემადგენლობაში და ასევე სასმელის ფორმულაშიც), ხოლო პერუული ყაყაჩოს შემადგენლობის მაღალი ხარისხი დადებითად მოქმედებს განწყობილებაზე, ჟენშენი- აუმჯობესებს ადამიანის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და აქტიურობაში მოყავს ორგანიზმის ყველა სისტემა, ასევე გვევლინება ანტიოქსიდანტის როლში

Cupido Drink®-ის ბუნებრივი ფორმულა შემოწმებული და სერტიფიცირებულია აქტიური ინგრედიენტების საფუძველზე. მთელს მსოფლიოში უკვე მრავალი ასეული წლის მანძილზე  მილიონობით ადამიანი იყენებს ბუნებრივი ბალახების უპირატესობას,რომლებიც არ იწვევენ გვერდით მოვლენებს.
სასმელის შესაქმნელად საჭირო კონცენტრირებული წვენი მიეწოდება ქალაქ ვერონადან, სადაც აღწერილი იყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორია..
Cupido Drink®-ეს არის ენერგეტიკული სასმელების ახალი თაობის დასაწყისი,რომელიც არ შეიცავს კოფეინს, ტაურინს და სხვა სინთეტიკურ ნივთიერებებს. სასმელის ფორმულა დაფუძნებულია ბუნებრივ და მცენარეულ ექსტრაქტებზე,რომლებიც საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, როგორც სხეულის მასტიმულირებელი და ენერგიის წყარო.

პოლიფენოლების (მაღალი კონცენტრაცია ყურძნის წვენში) მაღალი შემცველობის წყალობით Cupido Drink® გვევლინება შესანიშნავ ანტიოქსიდანტად და ადამიანის ორგანიზმის დეტოქსიკაციის წყაროდ, აბალანსებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ლიბიდოს ამაღლებას; უზრუნველყოფს ბუნებრივი ენერგიის მუდმივ წყაროს. ყურძნის წვენი ოდითგანვე ცნობილია,როგორც ღმერთების სასმელი! ათასწლეულების მანძილზე ფინიკიელები,რომაელები და ბერძნები იყენებდნენ ამ წვენს, როგორც ღმერთების სასმელს მისი ექსტრაორდინალური თვისებების გამო.
როგორც ახსნა კვლევების კოორდინატორმა ალან კროზიერმა (სოფლის მეურნეობისა და ბიოქიმიის ჟურნალის ბოლო გამოცემაში), ანალიზმა ცხადყო, რომ ეს წვენი შეიცავს პოლიფენოლს, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის დაბერების მიზეზი.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს,რომ ყურძნის წვენი შეიცავს პოლიფენოლების უმაღლეს კონცენტრაციას, ანალოგიურს, როგორსაც ყველაზე ცნობილი წითელი ღვინოები. ბრიტანელი მკვლევარების აზრით, ამ წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს არამარტო უჯრედის დაბერების შეჩერებას, არამედ ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ალცჰეიმერისა და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკაში.

ვაშლის წვენს შეუძლია გაზარდოს ნეირომედიატორ - აცეტილჰოლინის წარმოება თავის ტვინში, რის შედეგადაც უმჯობესდება ადამიანის მეხსიერება. ამის შესაბამისად არსებობს გამოთქმა "მიირთვი დღეში ერთი ვაშლი და ექიმი აღარ დაგჭირდება". შეგვიძლია ამის საფუძველზე ვთქვათ "დალიე ვაშლის წვენი, და ექიმი აღარ დაგჭირდება". ეს აჩვენა ასევე მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევებმა,რომლებიც გამოქვეყნებული იქნება ჟურნალის შემდეგ ნომერში ალცჰეიმერის დაავადების შესახებ. ვაშლის წვენის საიდუმლო თვისებები შესაძლებელია მეცნიერულად იქნას ახსნილი და დამტკიცებული: ეს ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტების უნიკალური შეთავსებით, რომელიც ეხმარება უჯრედებს დარჩეს ჯანმრთელი და აუმჯობესებს ნეირომედიატორების მიმოქცევას. დოქტორ ტომას ში-სა და მისი კოლეგების კვლევები, რომლებიც ჩაუტარდათ ცხოველებს გახდა ცნობილი,რომ დიეტაში,რომელშიც ჩართული იყო ვაშლის წვენი აფერხებდა ნეიროდეგენერატიული დარღვევების განვითარებას, ისეთები, როგორებიცაა სუსტი მეხსიერება და ალცჰეიმერის დაავადება. Cupido Drink® ეს არის უალკოჰოლო სასმელი 130%-იანი წვენით, 30%-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი წვენი ბუნებაში. ფორმულის საიდუმლო შემდეგშია,რომ წვენი იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული,გემრიელი,ჯანმრთელი და ენერგიით სავსე... სიყვარულის ენერგიით!
მყარი საფუძვლისა და სიყვარულის ფორმულის ნაზავით, Cupido Drink®  ეხმარება ადამიანებს დაძლიონ დეპრესია, გაიუმჯობესონ განწყობილება და მეხსიერება, ასევე ასტიმულირონ,მისცენ გასაქანი სიხარულისა და სიყვარულის გრძნობებს.
არსებობს Cupido Drink®-ის ორი სახეობა მისი უნიკალური გემოვნებითი თვისებებით: თეთრი ანგელოზი (WHITE ANGEL) თეთრი ყურძნით და შავი ანგელოზი (BLACK ANGEL) წითელი ყურძნით!

QR-Code

© CUPIDO DRINK ® 2009 - 2013 - EL BADAOUI Group™ - P.Iva 06895920962 - Milano - Italy - webmail
Designed by Jujinka

Live Support
Tel sales: +995591140777
Email